თამარ ჩერგოლეიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას - ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.

გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს - ამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა - ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ - ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.

„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზისი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე