ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური კოორდინირება - ჩვენ მიგვაჩნია, რომ მის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება

მსჯელობა გვქონდა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაჩქარდეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან მიმართებაში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან.

„საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. იყო მორიგი სამუშაო და ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, შეიძლება იყოს საკოორდინაციო საბჭო - აქ სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, ამავდროულად წარმოდგენილი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში - მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს ასახული აქ, ამ საკოორდინაციო საბჭოში”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია