მამუკა ხაზარაძე - არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა „ანაკლიის კონსორციუმმა“, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა ხაზარაძემ - რატომ დასჭირდა „ოცნებას“ საკითხის ახლა წამოწევა, როცა წინა წელს იქნა გადახდილი?

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს.

ამასთან, ხაზარაძე ინტერესდება, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ საკითხის ახლა წამოწევა, როცა მომსახურების თანხა „წინა წელს იქნა გადახდილი”.

მამუკა ხაზარაძე ითხოვს “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროოს “რამდენი ათეული მილიონი ლარი - გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა” დახარჯა “ანაკლიის გაჩერებაში”, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

“ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო.

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ.

ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროოს, რამდენი ათეული მილიონი ლარი, ანუ, გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ანაკლიის გაჩერებაში, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

მარტივად ვიტყვი, რაც იყო:

  • არბიტრაჟმა თქვა, რომ ხელისუფლება მოიქცა ყაჩაღურად და ეს მეორე მხარემ იცოდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მასზეა, რომ რუსულ მთავრობასთან აფორმებდა კონტრაქტს.
  • "ანაკლიას" რომ წაეგო, მაშინ მას არბიტრაჟი დააკისრებდა მილიონების გადახდას სახელმწიფოს სასარგებლოდ (გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ჩათვლით)
  • ეს რომ ჯარიმა იყოს, გადახდილი იქნებოდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ ეს ასეა, წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულება.

ეს იყო მომსახურების მოსაკრებელი, ისეთივე, როგორც ქართულ სასამართლოებში იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც 2020-ში უკვე მზად იქნებოდა პირველი გემის მისაღებად.

ასევე “ქართულმა ოცნებამ” 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული კომპანიების ინვესტიციის კონფისკაცია მოახდინა.

ახლა კითხვა ისმის - შვიდ წელიწადში ანაკლიის გაჩერების შემდეგ, რატომ ვერ იპოვეს ინვესტორი და რატომ ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი?

და ბოლოს, რატომ დასჭირდა ოცნებას ამ საკითხის ახლა წამოწევა, როცა ეს მომსახურების თანხა წინა წელს იქნა გადახდილი?“, - წერს ხაზარაძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე