რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას

ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსის თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, მათ შორის პოლიტპატიმრებს.

“ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას. ბელარუს ხალხს მტკიცე მხარდაჭერა აქვთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის პოლიტპატიმრებს. ევროპარლამენტი კვლავ აღნიშნავს ბელორუსის ხალხთან სოლიდარობის საერთაშორისო დღეს და პირდაპირ მივმართავთ ევროპარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ 1250 პოლიტპატიმარს ბელარუსში. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვხედავთ მათ ბრძოლას და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ”, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო