ირაკლი კუპრაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე  და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ჩემი ორი ლექტორი ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.

გამხნევება და ლოყების ხოკვა, არცერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში ,,კაპიკებზე" სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის.

ფაქტია, უბრალოდ, მძიმე და დანაშაულებრივი.

უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს!?“, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო