დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ

უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, უკრაინელებს ექნებათ საბრძოლველად საკმარისი მრავალი თვის განმავლობაში, თუ არ მოიპარეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, თუ ამერიკელი ბიზნესმენი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემას გაუთიშავს, „კიევის ბოევიკები“ ალტერნატივას დაუყოვნებლივ მიიღებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს