ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე - ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს - იყო შემოთვლები, რომ მას ციხეში გაანადგურებდნენ, თუ არ მორჩებოდა მხილებების სერიას

ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხოლო მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო კი ძალაში დარჩა.

როგორც პაპიაშვილმა აღნიშნა, ის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც დააკავებდნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს. ამ საქმის დაწყებიდან, მე და გიორგი ერთად ვართ, ერთად გადავადგილდებოდით. პროკურატურამ დააყენა მიზეზი, რომ ვითომ გიორგი ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან მიახლოებას“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით. რაც შეეხება ჩიკვაიძეს, მოსამართლის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

ამასთან, პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი, გირაოს პირობების დარღვევა გახდა, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კერძოდ, პროკურორის ინფორმაციით, მათთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ, სადახლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში