ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა.

„საფრთხეების სპექტრი დღითიდღე უფრო ფართოვდება. ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა და აბსოლუტურად მართალი იყავი. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება. REARM Europe-ის გეგმით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, დროა, ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს.

„დროა ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე ერთიანობითა და ძლიერებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს