ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება

ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება და პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება - იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები.

სასჯელის ზომები მკაცრდება როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე გასაღებისთვის.

პროექტის ფარგლებში, “სისხლის სამართლის კოდექსს“ 260/1-ე მუხლი ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას. მკაცრდება დასახელებული დანაშაულისათვის სასჯელის ზომა.

“სისხლის სამართლის კოდექსს“ ასევე 260/2-ე მუხლი ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას განსაზღვრავს. ამ შემთხვევაშიც დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა მკაცრდება.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ ახალ მუხლად - 260/3-ე მუხლი ყალიბდება. აღნიშნული მუხლით ცალკე შემადგენლობად განისაზღვრება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვა.

“სისხლის სამართლის კოდექსს“ 261/1-ე მუხლიც ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას.

მკაცრდება პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის.

სიახლეა ისიც, რომ დასჯადად განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, ჩადენილი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ - ასეთი ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - 120-დან 140 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-წლამდე წლამდე.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე