საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს "A" სტატუსი კიდევ ერთხელ მიენიჭა

სახალხო დამცველის აპარატს 5 წლის ვადით ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული სერტიფიკატი ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაერო-ს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან.

“2025 წლის 11 მარტს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველს ხელახალი აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა, რომელიც ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან.

შედეგად, სახალხო დამცველის აპარატს 5 წლის ვადით ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო