ხატია დეკანოიძე - გაზაფხული აქტიური პოლიტიკური სეზონია, უნდა გაჩნდეს პროტესტის სხვადასხვა კერა

ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს „მაგნიტსკის სიაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიციას სამი საყრდენი აქვს, ეს არის - „საერთაშორისო მხარდაჭერა, პროტესტი და რეჟიმის აბსურდულობა“.

„ჩვენს ინტერესშია, სანქციები და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდეს. ასევე, ჩვენი ინტერესია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტრამპის ძლიერი ინტერესი უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოთი იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს დაინტერესება. ჩვენი ინტერესია, გავაგრძელოთ მუშაობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იყოს ინფორმირებული ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ჩინეთისა და ირანის გავლენების გაზრდასთან დაკავშირებით. ტრამპს აქვს პრეტენზია იმისა, რომ ის არის რეგიონში მშვიდობის გარანტორი, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი პოზიცია და მიმართულება.

ჩემი იდეა და ჩემი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს „მაგნიტსკის სიაში“. ახლა ჩვენ 3 ძირითადი საყრდენი გვაქვს: საერთაშორისო მხარდაჭერა, პროტესტი, რომელიც უნდა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეს არის რეჟიმის აბსურდულობა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე და მისი აზრით, რა არის შესაცვლელი, დეკანოიძე პასუხობს, გაცილებით მეტი აქტივობა არის შესაძლებელი.

„ვიღაცას რომ შეშინებოდა, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი საბოლოოდ ჩაქრებოდა. 104 დღეა პროტესტი არ შენელებულა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე აჯარიმებენ, ეს ადამიანები მაინც დგანან. ჩვენ ამ პროტესტის დაწყების შემდეგ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, რადგან რეჟიმი კიდევ უფრო დამძიმდება. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვიღაც შეაშინოს, მე ვფიქრობ, რომ ეს მას არ გამოსდის.

მე ვთვლი, რომ გაცილებით მეტი აქტივობა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩემთვის მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და სხვადასხვა კერები“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ამასთან, მისივე მოსაზრებით, რუსთაველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა პროტესტის სხვადასხვა კერები უნდა გაჩნდეს.

დეკანოიძის თქმით, გაზაფხული პოლიტიკურად აქტიური სეზონია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის კერები გაიზარდოს.

„ოპოზიცია საგარეო ფრონტზე აქტიურობს, ეს არის ფაქტი. დიდი ხანია ოპოზიციური პარტიიდან რამდენიმე ადამიანი სანქციებზე ვმუშაობთ. როგორ შეიძლება გაძლიერდეს შიდა ოპოზიციური პროცესი? რაღაც შეხვედრები არსებობს, სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება ოპოზიცია.

უნდა გაჩნდეს პროტესტის, რუსთაველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვადასხვა კერა. ერთი არის თეატრალურ უნივერსიტეტთან, უნდა იყოს ასევე კანცელარიასთან ... გაზაფხული ყოველთვის არის აქტიური პოლიტიკური სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კერები გაიზარდოს. საზმაუმ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ასე ჯიუტად და ნებისყოფით სხვადასხვა კერა, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ადამიანები ერთიანდებიან“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ოპოზიციას ნათელი წარმოდგენა იმისა თუ როგორ უნდა მივიდნენ ახალ არჩევნებამდე, დეკანოიძე ასე პასუხობს: „ეს არის გარე წნეხი, შიდა წნეხი და (პროტესტის) გაფართოება“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს