სვეტლანა ტიხანოვსკაია - არ მინდა საქართველოს ბელარუსიზაცია, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან - მოვუწოდებ ქართველებს, არ დანებდეთ! თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ!

მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელეთ ბრძოლა! არ დანებდეთ! - მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არ უნდა ნახოს საქართველოს ბელარუსიზაცია.

„საქართველო იყო კარგი მაგალითი ბელარუსისთვის, რადგან თქვენ ასე შორს წახვედით ევროპულ ქვეყნების ოჯახში გაწევრიანების სურვილით და ახლა ძალიან რთულ პერიოდებს გადიხართ. მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო, სადაც მთავრობები ავიწროებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას. მე ნამდვილად მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელონ ბრძოლა და უბრალოდ დადგნენ პრინციპებისა და ღირებულებების გვერდით“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართველები ბელარუსელი ხალხის „შთაგონებაა“.

„ეს დრო რთულია, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით და თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ. უბრალოდ არ დანებდეთ, ისევე როგორც ჩვენ ამდენი ხანია არ ვნებდებით. იმედია, თქვენ ამდენი დრო არ დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს და უნდა იბრძოლოთ.

არ მინდა საქართველო იყოს ისეთი, როგორიც სტალინის პერიოდში და რეპრესიები, როგორშიც ახლა ბელორუსი ცხოვრობს, სადაც არ გესმის, წესები და შეიძლება დაგაპატიმრონ არასწორი ფერების გამო [იგულისხმება ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა], შენს ენაზე საუბრის გამო.

იმედია, საქართველოში ამას არ მივიღებთ, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან და ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნები და ერები, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან, გაერთიანდნენ ბელარუსიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება