ვეფხია კასრაძის ადვოკატი კახა კოჟორიძე მოსამართლეს - თქვენ ვერ იქნებით ობიექტური, საქმეს ვერ განიხილავთ ობიექტურად და მიუკერძოებლად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რითაც ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულთა საქმეზე პროკურატურის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვეფხია კასრაძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ კოჟორიძის პოზიცია მოსამართლის აცილების თაობაზე სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმაც გაიზიარეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმიდან თავი არ აიცილა.

დღევანდელი პროცესი მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობით გაგრძელდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არსებობს ვიდეო, რაც ბრალდებულთა დანაშაულს ამყარებს. საპირისპირო პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ვიდეო საჯარო სივრციდანაა ამოღებული, ზოგადად, მტკიცებულებები არის კანონდარღვევით მოპოვებული და ისინი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. ადვოკატების განმარტებით, თუკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, პროკურატურა დაუშვებლად მიიჩნევდა საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეომასალების მტკიცებულებად დართვას, ამ მიდგომით, აღნიშნულ საქმეზეც საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეოებიც დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს, რომ თავი აეცილებინა ამ საქმიდან.

„თუკი რაიმე ერთი გარემოება საეჭვოს ხდის მოსამართლის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, ეს აცილების საფუძველია, ეს წერია კანონში. გული მწყდება ამას რომ ვამბობ. მე ვინარჩუნებდი თქვენი პიროვნებისადმი, როგორც მოსამართლისადმი კეთილგანწყობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვმოქმედებ ჩემი მარწმუნებლის ინტერესების შესაბამისად. ვეფხია კასრაძის ინტერესებს სჭირდება ის, რომ მისი საქმე ობიექტურმა მოსამართლემ განიხილოს. თქვენ მიერ წინა სხდომაზე პატიმრობის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ასევე დღეს, მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვენ ვერ იქნებით ობიექტური. ამ საკითხსაც ვერ განიხილავთ ობიექტურად და მიუკერძოებლად. აქ არიან უდანაშაულო ადამიანები და ამ უდანაშაულო ადამიანებს ვუზღუდავთ მთავარ ღირებულებას, რაც კანონში წერია - ეს არის თავისუფლება“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, მოსამართლე დავით მგელიაშვილი კვალიფიციური მოსამართლეა, თუმცა „გარემოება საეჭვოს ხდის მის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას“.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს