ზვიად ცეცხლაძე - პროკურატურამ მტკიცებულებების მოტანაზე საერთოდ უარი თქვა, ბრალდებულს უნდა ემტკიცებინა, რომ არ იყო დამნაშავე - ადვოკატებს უწევთ დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი

პროკურატურამ საერთოდ, უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე, ფაქტობრივად, ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, არის თუ არა მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ცეცხლაძემ აღნიშნა, სასამართლოს მიმართ მისი შეხედულება არის ერთადერთი, რომ მისმა პატიმრობაში ყოფნამ, ხაზი გადაუსვა მის იურიდიულ განათლებას.

“პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა მტკიცებულების მოტანაზე. მტკიცებულების ტვირთი მთლიანად ბრალდებულებზე გადაიტანა. ბრალდებულს უნდა ემტკიცებინა, რომ ის არ იყო დამნაშავე და პროკურატურის მხრიდან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იყო და რა არ იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, პარალელს იმას ვხედავ, რომ პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად, ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, უკანონოდ არის თუ არა მოპოვებული მტკიცებულება, ან რის შესახებ არის ეს მტკიცებულება და ა.შ.

ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი. ეს არის დავის პოზიციაში ყოფნა. ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ ეს მტკიცებულება შეუფერებელია და ა.შ.

ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემოქმედები, როდესაც პრეცედენტულ “ქეისებზე” არის საუბარი, მსგავს პრეცედენტებს უშვებენ… ცუდ პრეცედენტს ქმნის პროკურატურის მხრიდანაც. ძალიან სავალალო მდგომარეობაში აყენებს ადვოკატებს, რომლებსაც უწევთ იმის დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი!”, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს