მარია ზახაროვა - უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია

უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსგავსი გეგმების გამოცხადებაც კი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის მოგვარებისკენ, არამედ კიევის რეჟიმის სათავეში მყოფი პირებისთვის მავნე ილუზიების შენარჩუნებისკენ. ჩვენთვის, უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ნებისმიერი დროშის ქვეშ, იქნება ეს უცხო კონტინგენტები, სამხედრო ბაზები, თუ სამშვიდობო ოპერაციები, რომლებიც შემოთავაზებულია მათ მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ყველაფერი ამ ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებით ვუპასუხებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „უკრაინაში რაიმე სახის კონტინგენტების განლაგების შესახებ ლონდონისა და პარიზის გეგმებისგან ვაშინგტონი დისტანცირებას ახდენს“.

„ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ისინი განიხილავენ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან სამხედრო თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს