ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებს, სამინისტროს სტრატეგიული ხედვები გააცნო.

„ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას და შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს, რაც სამინისტროს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს