ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთს ეწვევა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელზე, გერგელი გულიაშზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ის აღდგომამდე ჩამოვა. როგორც კი ვიზიტის თარიღი დადასტურდება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, - განაცხადა გულიაშმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!