ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის საქმეში პოლიცია ცდილობს, ყოველ ნაბიჯზე გააყალბოს გარემოებები, ვუბათილებთ, ისინი დამატებით ახალ, ყალბ მონაცემებს ამატებენ

[მზია ამაღლობელის საქმეში] პოლიცია ცდილობს ყოველ ნაბიჯზე გააყალბოს გარემოებები და ჩვენ გვაყენებს მდგომარეობაში, რომ როდესაც ვუბათილებთ, ისინი დამატებით კიდევ ახალ ყალბ მონაცემებს ამატებენ. გავუბათილებთ - დაამატებენ, გავუბათილებთ - დაამატებენ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბათუმის სასამართლოში განაცხადა, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე, მათ შორის მოწმის სახით, დაიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე, გოჩა ვანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტი მან დააკავა და შესაბამისად, დაკავების ოქმსაც მან მოაწერა ხელი.

ნონა ქურდოვანიძის მტკიცებით კი, მზია ამაღლობელი სინამდვილეში დააკავა აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, თუმცა პოლიციას ამ საქმეში გაყალბებული აქვს ყველა დოკუმენტი, მათ შორის დაკავების ოქმიც.

„მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ. მზია ამაღლობელი, როდესაც დააკავეს, ის იყო ჩუმად, დაკავებამდეც იყო ჩუმად, შეურაცხყოფას არავის აყენებდა და სტიკერი გააკრა კედელზე. ყველაფერი იწყება აქედან, როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ მას კანონით არ აქვს უფლება, რომ ადამიანი დააკავოს სტიკერის გაკვრის გამო. ასეთი უფლება მისთვის კანონს არ მიუნიჭებია, ამის მერე, პოლიცია ცდილობს ყოველ ნაბიჯზე გააყალბოს გარემოებები და ჩვენ გვაყენებს მდგომარეობაში, რომ როდესაც ვუბათილებთ, ისინი დამატებით კიდევ ახალ ყალბ მონაცემებს ამატებენ. გავუბათილებთ - დაამატებენ, გავუბათილებთ - დაამატებენ. ასე როდემდე შეიძლება მივიდეს საქმე, როდესაც ყველაფერზე, რაზეც ისინი აპელირებენ, ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი, მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები. ამის მერე ისინი კიდევ ცდილობენ, რომ ახალი ვიდეოები, რომლებიც სინამდვილეში გვიან არის წარმოდგენილი, გაასაღონ დაკავების წინანდელ ეპიზოდებად. სინამდვილეში, პოლიციას ამ საქმეში გაყალბებული აქვს ყველა დოკუმენტი, რაც არსებითად მნიშვნელოვანია, ეს არის დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი და ეს არის ვიდეოჩანაწერები და დროის თვალსაზრისით ისინიც არის მცდარი“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა