ვახტანგ ხმალაძე - კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება ვადა, ვიდრე მისი შემცვლელი არ აირჩევა

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა, ვიდრე მისი შემცვლელი არ აირჩევა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას მარტის ბოლოს მოსამართლეობის ვადა ეწურება და ამასთან, შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდული რაოდენობის მოსამართლეების პირობებში სრულფასოვნად ფუნქციონირება.

ხმალაძის თქმით, ვიდრე პარლამენტში 89 დეპუტატია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ წევრს გაუვა უფლებამოსილების ვადა, შვიდი წევრით იმუშავებს, ვიდრე ისევ არ შეივსება შემადგენლობა.

„დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტს არ შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა. თეორიულად შეუძლია იმიტომ, რომ თეორიულად, გარდა „ქართული ოცნების“ 89 წევრისა, პარლამენტის წევრებად დღეს ითვლებიან „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის არჩეული პარლამენტის წევრები. ესე იგი, თეორიული შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფიდან ერთი მაინც გადაწყვეტს, რომ მივიდეს პარლამენტში და დაუჭიროს მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარჩება რვა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მისაღებად კანონით აქვს სხვადასხვა კვორუმი. ყველაზე მაღალი კვორუმი არის შვიდი ხმა, ანუ როდესაც პარლამენტის მიერ არჩეულ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ წევრს გაუვა უფლებამოსილების ვადა, დარჩება შვიდი წევრი, მესამესაც როცა გაუვა ვადა, ისევ დარჩება შვიდი წევრი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა, სანამ მისი შემცვლელი არ აირჩევა. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება მიიღო თავად საკონსტიტუციო სასამართლომ იმიტომ, რომ კანონით, რომელიც იყო მიღებული, როდესაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, მას უწყდებოდა უფლებამოსილება და მორჩა, მაგრამ ეს ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია არაკონსტიტუციურად და დაადგინა, რომ თუ ეს ეხება იმ წევრს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, მაშინ მას არ შეუწყდება უფლებამოსილება, ანუ გამოდის, რომ სანამ 89 წევრია პარლამენტში, ამიტომ, როდესაც შემდეგ წევრს გაუვა უფლებამოსილების ვადა, ამის მერე სასამართლოში დარჩება შვიდი წევრი და იმუშავებს სასამართლო შვიდი წევრით მანამ, სანამ არ შეივსება შემადგენლობა”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ