მარკო რუბიო - აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

„აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში სასურველი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასიზმის [ენას] იყენებს და აშშ-ის პრეზიდენტი სძულს. ჩვენ მასთან განსახილველი არაფერი გვაქვს და ამიტომ ის „პერსონა ნონ გრატად“ განიხილება“, - წერს მარკო რუბიო X-ზე.

ცნობისთვის, პარასკევს, აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩმა, ებრაჰიმ რასულმა სამხრეთ აფრიკის მაპუნგუბვეს ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, არის თავდასხმა მოქმედ ხელისუფლებაზე, მათზე, ვინც ხელისუფლებაშია, სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობის იდეის მობილიზებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ელჩმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა