ვიქტორ ორბანი - რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? - ვითხოვთ ერების ევროპას - ვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე

რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? - ვითხოვთ ერების ევროპას - ვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ მოთხოვნების სია გამოაქვეყნა.

„რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? დაე, მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა იყოს. 1. ვითხოვთ ერების ევროპას. 2. ვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. 3. ვითხოვთ უკანონოდ ჩამორთმეული უფლებამოსილებების აღდგენას. 4. ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის. 5. კომისიიდან სოროსის აგენტების გარიცხვა და პარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა. 6. ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხვერით კავშირის ვალი. 7. ხელს ნუ შეუშლით ეროვნულ გვარდიას საზღვრის დაცვაში, აღარ მიიღოთ მიგრანტები და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ არიან. 8. კორუმპირებული დოლარები და ევროები წევრ ქვეყნებში არ უნდა შევიდეს. 9. აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი ხელახალი სწავლება. 10. დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა. 11. ჩვენ ევროპაში მშვიდობას ვითხოვთ. 12. კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო