ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება

პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველას ესმის, რომ დღევანდელი ტემპებით უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 5 წელიწადში შეიძლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივია და მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ჩვენ ვაჩვენეთ: ომის დროს უფრო სწრაფად შეიძლება იყოს [აღდგენის პროცესი].

პარტნიორები გვეთანხმებიან, რომ შეიძლება ამის გაკეთება 3 წელიწადში, მაგრამ ამისთვის ყველამ ძალიან ძლიერად უნდა ვიმოქმედოთ - გავძლიერდეთ, ძალიან გავზარდოთ მრეწველობა ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა გავაკეთოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დაინტერესებული არიან არა უკრაინული არმიის შემცირებით, არამედ მის სამომავლო გაძლიერებაში, არა მხოლოდ როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარანტისთვის, არამედ უსაფრთხოების გარანტის მთელი ევროპული კონტინენტისთვის.

„ასეთი არმიის შემადგენლობაზე, გაძლიერებაზე - ყველას ესმის, რომ ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, და რომ უკრაინა დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს სერიოზული ფინანსური დატვირთვაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში