დონალდ ტუსკი - ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე რუსეთის სპეცსამსახურები არიან პასუხისმგებლები - ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია

გასულ წელს ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას , - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ლიეტუვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიეტუვის პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიას ცეცხლი უკრაინის ორმა მოქალაქემ წაუკიდა, მომხდარის უკან კი რუსეთის სამხედრო დაზვერვა იდგა.

ლიეტუვის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ და ერთ-ერთი დამნაშავე პოლონეთში დააკავეს.

ამასთან, ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, იმავე ჯგუფმა შარშან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დააკავეს.

ლიეტუვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია“.

„ძვირფასო მოკავშირეებო, ლიეტუვის პროკურატურის გამოძიებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია. ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია“, - წერს ტუსკი X-ზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია