მამუკა მდინარაძე - ერთი კვირის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი, ახლა დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და უარყვეს - აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, ასე ილაპარაკონ

ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის მისაღები იყო, ახლა, კი ყველა ლანძღავს, უარყვეს და მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილთან გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებებს მართავდნენ, ერთი შეხვედრიდან 9-ჯერ გამოვიდნენ. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება იფიქრო და იეჭვიანო არის ის, რომ თავის პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცებზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. ყველას თავ-თავიანი პატრონები ჰყავთ.

ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო „მესიჯბოქსი“ აქვთ. ერთი კვრის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი. ახლა, უცებ დაეწყვნენ და ყველა ლანძღავს და უარყვეს, არა თუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს.

ერთი ვერსიის მიხედვით, ყველას რატომღაც მოუნდა ახლა გაეკეთებინა, 3-4 წლის განმავლობაში არ მოუნდათ, მაგრამ გუშინ და გუშინწინ უბრალოდ „დაემთხვა“ ეს, ან მიიღეს დავალება, რომ დაუპირისპირდნენ. ვინმეს შეიძლება სჯეროდეს იმის, რომ უბრალოდ 4 წლის თავზე დაემთხვა დამოკიდებულების ცვლილება? ხომ შეუძლებელია?

მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე