ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე - რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს

უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც რუსეთი სამ წელზე მეტია აწარმოებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

"უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაზე.

„საფრანგეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულია და ჩვენ მას სრულად ვუჭერთ მხარს. ვაგრძელებთ მუშაობას და კოორდინაციას ვუწევთ შემდგომ ნაბიჯებს და კონტაქტებს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის საკითხზე რიგი ქვეყნების ლიდერების მიერ 15 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. ზელენსკის თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინასთან ერთად იმუშაონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, იზრდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში