მედია - რუსებმა უკრაინას 137 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა დრონები 12 ოლქში ჩამოაგდეს

რუსებმა, 17 მარტის საღამოდან, უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 137 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 63 მათგანი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 64 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

რუსებმა უკრაინის ტერიტორიისკენ უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან: შატალოვოდან, კურსკიდან, მილეროვოდან და პრიმორსკო-ახტარსკის გაუშვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს