დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან - ბევრი რამ გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის დროს, ამიტომ ურთიერთობების აღდგენას დრო და ძალისხმევა დასჭირდება

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის კარგად ესმით, ერთმანეთს ენდობიან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ეტაპობრივად სვლას გეგმავენ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენის ძლიერი სურვილი აქვთ.

„ძალიან ბევრი რამ იყო, რაც წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენას, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორი პრეზიდენტის ძლიერი სურვილი საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ ამ გზას ყველა გაივლის, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ