მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის ერთობლივი განცხადება - ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კონკრეტულად, Patriot-ი მოითხოვა, ტრამპი დათანხმდა, რომ მოიძიებს, რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა და ტრამპი დათანხმდა, რომ მოიძიებს რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოამზადეს.

განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.

“დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხატა პრეზიდენტ ტრამპს 11 მარტს ჯიდაში უკრაინული და ამერიკული გუნდების მუშაობის პროდუქტიული დასაწყისისთვის. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარა ომის დასრულებისკენ მოძრაობას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით Javelin რაკეტებისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა პირველმა მიაწოდა მშვიდობისთვის თავის ძალისხმევაში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა ნამდვილად დაასრულონ ომი და რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობით მყარი მშვიდობა მიღწევადია.

პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად გააცნო პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან მისი საუბარი და განხილული საკვანძო საკითხები. მათ განიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვლიან ინფორმაციას მათ თავდაცვით უწყებებს შორის, როცა სიტუაცია ვითარდება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა თავისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად კი Patriot სარაკეტო სისტემები, და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რომ იპოვოს რა არის ხელმისაწვდომი, კერძოდ ევროპაში.

ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ.

ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან მომდევნო დღეებში, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში