ირაკლი კობახიძე ევროინტეგრაციაზე და მოლაპარაკებების გახსნაზე - არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ უთხრა ქართველ ამომრჩეველს, რომ თუ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება" და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ევროინტეგრაცია იქნებოდა შეჩერებული.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა და ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ასეთი რამ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ არ იაქტიურებდნენ და გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება" და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ჩვენი ევროინტეგრაცია იყო შეჩერებული. მან თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია. მან აქვე დაამატა, რომ უნდა იაქტიუროთ არჩევნების დღეს იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს მოცემულობა. ანუ, პირდაპირ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ „ქართული ოცნება" დარჩებოდა ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში, დარჩებოდა შეჩერებულ მდგომარეობაში ევროინტეგრაციის პროცესი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა აღდგენილიყო ეს შეჩერებული პროცესი, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე