IBSU-ში მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია 12 ივნისს გაიმართება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის 12 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

„კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა).

კონფერენციის დეტალებს გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/4XDz1“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს