განსაკუთრებული საჭიროების მქონე დროებით დევნილი მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „თოჯინების ისტორია“ ფარგლებში, ახალგაზრდა მონაწილეებმა თოჯინები საკუთარი ხელით შექმნეს.

„ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ანეტა კიტიამ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს