უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 100 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 100 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 179 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 100 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 63 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს