უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსები უკრაინას 147 დრონით დაესხნენ თავს, დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები

რუსებმა უკრაინას წუხელ 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 97 - უკრაინელებმა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 25 დრონი დაიკარგა.

საოკუპაციო ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დაფიქსირდა უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები.

დრონებით თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ზედიზედ მესამე დღეა 100-მდე რუსულ დრონს ანადგურებს, კერძოდ, უკრაინელებმა გუშინ 100, გუშინწინ კი - 114 დრონი ჩამოაგდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს