პიტერ სიიარტო - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროგრესი ვერ იქნება, სანამ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს წართმეულ უფლებებს არ დაუბრუნებენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მანამდე დაბლოკავს, სანამ უკრაინის ტრანსკარპათიის ოლქში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს ჩამორთმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ.

ამის შესახებ სიიარტომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბეატე მაინლ-რაისინგერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ბეატე მაინლ-რაისინგერთან ტრანსკარპათიაში უნგრელების უფლებების შესახებ. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ არ აღუდგენია უნგრელი უმცირესობის 2015 წელს წართმეული უფლებები. სანამ ეს არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს სიიარტო.

მისი მტკიცებით, კიევის პოლიტიკა უმცირესობებთან დაკავშირებით მიუღებელია და აშკარად ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ წესებსა და პრინციპებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა