მაიკ უოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ტყვეების გაცვლასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების მომავალზე ესაუბრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხზე ესაუბრა.

CBS News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იმ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომლებიც გაიტაცეს მათი რუსიფიკაციის, ოჯახებიდან წაყვანისა და რუსეთში გადაყვანის მიზნით და უოლცს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეუწყვიტა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება ერთ-ერთ პროგრამას, იელის უნივერსიტეტის პროგრამას რომელიც ამ ბავშვების პოვნას უწყობდა ხელს. კითხვაზე საპასუხოდ უოლცმა განაცხადა :

„სახელმწიფო მდივანი რუბიო აწარმოებს ყველა ამ პროგრამის გადახედვას. კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ესაუბრა ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს ტყვეები, დაახლოებით 200, სატელეფონო ზარების შემდეგ დაუყოვნებლივ. მან ასევე ისაუბრა ამ ბავშვების მომავალზე“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აღდგენის ზომებია.

კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ამ ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ნდობის აღდგენის ღონისძიებას, უოლცმა უპასუხა.

„ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის არაერთ ზომაზე. ეს არის ერთ-ერთი მათგანი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა