დიმიტრი პესკოვი - აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შავი ზღვის ინიციატივის საკითხია

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გამოვდივართ იქიდან, რომ დღეს დღის წესრიგში დგას შავი ზღვის ინიციატივის საკითხი და ამ ინიციატივის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, შავი ზღვის ინიციატივის განხილვის წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღეს.

პესკოვის განმარტებით, ინიციატივის მიზანია შავ ზღვაში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი.

„საუბარია ქვეყნების სურვილზე და მზადყოფნაზე, გადავიდნენ მშვიდობიანი მოგვარების გზაზე - აქ ნამდვილად არის საერთო გაგება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები