თურქეთში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთში, გასულ კვირას საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 1 133 ადამიანი დააკავეს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

„ჩვენი ქუჩების ტერორიზაცია და ჩვენი ერის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა აბსოლუტურად დაუშვებელი იქნება“, - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მან მომიტინგეები დემონსტრაციის უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში და პოლიციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. აქედან გამომდინარე ცალსახად გაფრთხილებთ: ნურავინ ეცდება ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ფარად გამოიყენოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!