მედია - ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს

საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება.

გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი. ამასთან, გუშინ ერ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები