ირაკლი კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ - არალეგიტიმურ პარლამენტთან თანამშრომლობა გამორიცხულია

ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური, პროპაგანდული მიზნების გათვალისწინებით, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არანაირი ტიპის წინააღმდეგობის არ ეშინიათ.

„რითაც არ უნდა დაიმუქროს „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურ პარლამენტთან სრული, რაიმე ტიპის ნებისმიერი თანამშრომლობა არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობით, ძალადობით, პოლიტიკური დევნით იმუქრებიან, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ეშინია არანაირი ტიპის წინააღმდეგობის იმიტომ, რომ მეორე მხარეს დევს საქართველოს ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაჰქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა