ირაკლი კუპრაძე - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გამოწვევა მიღებულია - ეს უმსგავსობა, დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, უპასუხოდ არ დარჩება

გამოწვევა მიღებულია - ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმითვე, ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის სწორი პასუხების გაცემა შევძლოთ“.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ - გამოწვევა მიღებულია. ეს გამოწვევა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სრულად მიიღეს მაშინ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული კონსტიტუციის, ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს დღეს ეშინია მთავარი ოპონენტის - ძლიერი კოალიციის, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია და ის შედგება იმ ადამიანების სახით, რომელსაც თქვენ ხედავთ.

ჩვენთვის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა დაემატოს ამ სიას, ჩვენ ამ ორ მთავარ მოთხოვნას არ გადავუხვევთ. დავრჩებით ერთგული საქართველოს მოქალაქეების მთავარი მორალური ღერძისადმი, რაც არის სამართლიანობა, დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. ეს საკუთარ თავში გულისხმობს ევროინტეგრაციასა და ევროპულ მომავალს. ჩვენთვის ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ შევძლოთ სწორი პასუხების გაცემა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის. ჩვენ გადავედით იმ რეჟიმზე, სადაც ჩვენი თითოეული რაიონული ორგანიზაცია მზადაა, წინააღმდეგობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება. ერთიანი, ძლიერი საქართველო დღეს თქვენს წინაშე დგას და ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე