დონალდ ტრამპი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე - რუსეთმა ხუთი თუ ექვსი პირობა დაასახელა - ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ წამოაყენა.

„ჩვენ ახლა ყველა მათგანზე ვფიქრობთ. არის ხუთი თუ ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვენ. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო