ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ იპოვა სამართალი, არც ქონება დაუბრუნეს ხალხს და არც ერთი მოსამართლე ან პროკურორი არ დასჯილა

კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, 2012-2013 წლებში სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნის იდეა წარადგინა, რომელიც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ არ შექმნა.

მისივე თქმით, ყველა მოსამართლე, რომლის „კისერზეც ხარძიანის და ლეონიძის საქმეა, ყველა უვადოდ დანიშნული და დაწინაურებულია“.

„არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა, რაღაც ფანჩატური გააკეთეს და ამბობენ, რომ უნდა გამოვიძიოთ წინა ხელისუფლების დანაშაულებებიო. მე ამ საქმეში ვერავინ ვერ დამასწრებს, თან ზუსტად ვიცი, რომ დაზარალებული წლების მანძილზე, ყოფილი პოლიტპატიმრები ითხოვენ სამართალს, ვერავინ სამართალი „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ იპოვა. არც ქონება დაუბრუნეს, მხოლოდ პრივილეგირებულებს დაუბრუნეს, არც ერთი პროკურორი არ დაუჭერიათ და ყველა მოსამართლე, რომლის კისერზეც ხარძიანის და ლეონიძის საქმეა, ყველა მოსამართლე უვადოდ დანიშნული და დაწინაურებულია. ამ პირობებში კი წულუკიანი გამოვა და იტყვის, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდა. 2012-2013 წლებში სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნის იდეა წარვადგინე, რომელიც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა. მაშინდელმა „ქართული ოცნების“ შემადგენლობა ვიღაცებს გაურიგდა, მისცა თავშესაფრის უფლება. ვანო მერაბიშვილი და რამდენიმე დაიჭირა და პასუხისგებაში მისცა, მაგრამ მოსამართლეები და პროკურორები არ დაუსჯია. ეს ხალხი ვინც იყო პოლიტპატიმარი, უბრალოდ ციხიდან გამოუშვა და ისე დატოვა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა