ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებაზე - ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს

აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირის ავტომობილების ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

„ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს