ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი ომისთვის ემზადება

ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება და ეს სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი ევროპულ ოჯახებს საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს.

„ამ დროისთვის სასაცილოა, რომ ისინი აპირებენ ბრიუსელიდან გაუგზავნონ მესიჯი ყველა ევროპულ ოჯახს, რომ მოიმარაგონ 72 საათისთვის საკმარისი საკვები, მაგრამ თუ ამას უკანა მხრიდან შევხედავთ, საშინელებაა იმის დანახვა, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხალხის გონებაში. რაღაცას აპირებენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით „გადახტა“ ომში, უნგრეთი კი მშვიდობის მხარესაა.

„ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, არ ვაგზავნით ჯარისკაცებს, მაგრამ არის ქვეყნები ევროკავშირში და მე ვხედავ, რომ ბრიუსელი მათ იცავს, რომლებსაც სურთ კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ ომში. ვხედავ იმასაც ამბობენ, რომ უნდათ მშვიდობისმყოფელები, ჯარისკაცები და ა.შ. და იმ ახალი ამბებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 72 საათისთვის საკმარისი საკვები, ვგრძნობ, რომ არის პოლიტიკური მზადება უფრო ღრმა ომში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, სურს უნგრელი ოჯახები დაამშვიდოს, რომ ომი არ ემუქრებათ.

„მინდა უნგრელ ოჯახებს მესიჯი გავუგზავნო, რომ მათ არაფერი არაჩვეულებრივი არ უნდა გააკეთონ. ომის საფრთხე არ არსებობს. უნგრეთი არავისთან შევა ომში. ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს და მაშინაც კი, თუ ევროპა ომში ჩაერთვება, ჩვენ ნამდვილად არ შევალთ ომში“, - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის ინტერვიუს ინგლისურ თარგმანს ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო