თამარ ჩერგოლეიშვილი - ნიკა მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო

გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ - ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ „პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვი“.

„შარლ მიშელის პროცესიდან მოყოლებული, თუ კიდევ უფრო ადრე, გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. ის რასაც ნიკა მელია ვერ ამბობს, მე ვთქვი, მე პრობლემა არ მაქვს ადამიანებს პირდაპირ ვუთხრა. ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე.

ახლა ბიძინა ივანიშვილი რომ ითხოვს, ავკრძალოთ „ნაციონალური მოძრაობაო“, მაგას რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და გაქრობა უნდოდეს, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა, რომ მე პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო. ამას ის აკეთებდა სასამართლო სხდომიდან და მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც გამორჩეული „ქოცი“ იყო. ჩვენ ხომ ის ყველას გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში. იმის იმედით ჰყავდა დაქირავებული, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგდებოდა. მაგრამ ეს არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. მას სააკაშვილი სჭირდება მოწინააღმდეგედ. ხოლო ახლა, როდესაც სააკაშვილის პარტია დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა, მას სჭირდება, რომ სატელიტები მიაბას“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს