გიორგი ვაშაძე - რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია - „ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებით ისე არის შეპყრობილი, რომ უკვე ვეღარ იაზრებენ იმ ღია, დაუფარავ ანტიქართულ ქმედებებს, რასაც სჩადიან

რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების თაობაზე „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით და მზად არის, ყველაფერზე წავიდეს.

„ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებით ისე არის შეპყრობილი, რომ უკვე ვეღარ იაზრებენ იმ ღია, დაუფარავ ანტიქართულ ქმედებებს, რასაც სჩადიან.

რეალურად, ისინი ჩვენ გვტოვებენ მარტოს, დაუცველებს, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე. ამერიკა „მეგობარ აქტს" იღებდეს - ინვესტიციებს, უვიზო მიმოსვლას და სრულ მხარდაჭერას გთავაზობს და შენ ამ დროს ამაზე უარს ამბობდე, გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა მარტო დატოვო, თავად შეაფასეთ ეს რა არის.

დაუცველი, მარტოდ დარჩენილი საქართველო, ეს არის გაუბედურებული საქართველო, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი, ძლიერი მეგობრები, რომ მარტო არ ვიყოთ, წინ წავიდეთ, განვვითარდეთ, ეკონომიკა ავაყვავოთ და, რაც მთავარია, დემოკრატია, თავისუფლება გვქონდეს ქვეყანაში.

რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია და ჩვენ დღითი დღე ვხედავთ, რა ხდება და სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები შინაგანად შეპყრობილი არიან ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით და მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ. მათი მთავარი ამოცანაა - ან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ან ყველაფერი წყალს წაუღია - ეს არის მათი მიდგომა, საქართველო მათ არ აინტერესებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს