"ფრანს პრესი" - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 2376-მდე გაიზარდა.

„ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის, გზები, ხიდები და შენობები, რამაც მსხვერპლი გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ხუნტას განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 101 დაკარგულად ითვლება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა