პეტრას აუსტრევიჩიუსი - რუსულად მოქმედმა ქართულმა პოლიციამ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია - საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის.

„რუსულად მოქმედმა ქართულმა პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას” თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის”, - წერს აუსტრევიჩიუსი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ