ალექსანდრე სტუბი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ალექსანდრე სტუბი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების პროცესშია იმ შემთხვევისთვის, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას დაარღვევს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უახლოეს მომავალში ის ამას ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს", - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მოთმინება იწურება.

„შევეცადე ამეხსნა, რომ სრულიად ნორმალური საქციელია რუსეთისთვის. ჯერ რაღაცაზე შეთანხმდებით და მერე ისევ პირობებს წამოაყენებს“, - აღნიშნა სტუბმა.