ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე - მე ვარ მარინი!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, მხარდაჭერას უცხადებს.

„მე ვარ მარინი“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მარინ ლე პენის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, მატეო სალვინიც.

„ისინი, ვისაც ეშინია ამომრჩეველთა განაჩენის, ხშირად სიმშვიდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოვებენ. პარიზში დაგმეს მარინ ლე პენი და სურთ მისი გარიცხვა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ცუდი ფილმი, რომელსაც ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი. მარინ ლე პენის წინააღმდეგ განაჩენი არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ, იმ დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის საომარი იმპულსები შიშის მომგვრელია. ჩვენ არ დავშინდებით, არ გავჩერდებით: მთელი სისწრაფით წინ, მეგობარო!“ - აცხადებს მატეო სალვინი.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, ხეერტ ვილდერსი.

„შოკირებული ვარ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. მხარს ვუჭერ და 100 პროცენტით მჯერა მისი, რომ ის მოიგებს აპელაციას და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი“, - აცხადებს ხეერტ ვილდერსი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო